"ანგარიშის გახსნა პირველივე წუთზე შეგვეძლო. ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ ყველაფერი აირია. გავუშვით გოლი და ავცდით იმ გეგმას, რომელიც დასახული გვქონდა. მეორე ტაიმში უფრო თავდაჯერებულები ვიყავით და მატჩის შემოტრიალებაც შევძელით. მე-3 ბურთის გატანასთანაც ახლოს ვიყავით.
უცნაური შეგრძნებაა - რეალს ჰქონდა ორი მომენტი, ორივე გოლით დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებაზე ვიფიქრებთ. ჩემთვის შანსები კვლავ 50/50-ზეა", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.











