ბუნდესლიგის 24-ე ტურში საინტერესო შეხვედრა ვიხილეთ. ფრაიბურგმა საკუთარ კედლებში ბაიერნს უმასპინძლა.
მატჩი შტრაიხის გუნდმა კარგად დაიწყო. მე-12 წუთზე კაპიტანმა გიუნტერმა ანგარიშის გახსნა მოახერხა. ტუხელის გუნდმა საპასუხო გოლის გატანა 35-ე წუთზე შეძლო, როდესაც ტელმა საოცარი გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ფრანგი ამ სეზონში პირველად იყო ძირითად შემადგენლობაში.
მეორე ტაიმში, 75-ე წუთზე, ბაიერნი დაწინაურდა, მუსიალამ კარგი დრიბლინგი შემოგვთავაზა და აუღებელიც დაარტყა, 1:2. ამის შემდეგ უპირატესობა მასპინძელმა გუნდმა მოიპოვა და მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე, კიდევ ერთი ლამაზი გოლი ვიხილეთ, თავი ამჯერად ჰოლერმა გამოიჩინა.
ბაიერნმა ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა. ამ მატჩის შემდეგ ლევერკუზენთან ჩამორჩენა 7 ქულამდე გაიზარდა. ალონსოს გუნდს კი, ამ ტურში კიოლნთან თავისი მატჩი აქვს ჩასატარებელი.
Bundesliga
ტუხელის გუნდი ისევ ვერ იგებს









