საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე ნიცას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გოლი ბოლო წუთზე გონსალო რამოშმა გაიტანა.
ამ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ლილიან ტურამმა გააკეთა.
"რა საჭიროა ამდენი თამაშის ტყუილად ჩატარება? - პირდაპირ მიეცით ტიტული პსჟ-ს და სეზონის სრულად ჩატარების აუცილებლობა აღარ იქნება.
ვამზადებთ თასებს იმისთვის, რომ პსჟ ფულის სანაცვლოდ დავაკმაყოფილლოთ", - განაცხადა ტურამმა.
ფრანგი ლეგენდა გაკვირვებულია იმით, რომ ნიცასთან მატჩს დიდი დრო იმიტომ დაემატა, რომ პსჟ-ს გოლის გატანის შესაძლებლობა ჰქონოდა და ფეხბურთის ფედერაციას ამ ფაქტის გამოძიებას სთხოვს.









