იტალიის სერია ა-ს 2025/26 წლების სეზონის მეორე ტურში, ტურინის იუვენტუსი ჯენოას ესტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში გავიდა — 73-ე წუთზე თავი შეცვლაზე შემოსულმა დუშან ვლაჰოვიჩმა გამოიჩინა და ბიანკონერის 3 ქულა მოუპოვა.
ჯენოა 0-1 იუვენტუსი
გოლები: 0-1 ვლაჰოვიჩი (73')
ორი ტურის შემდეგ იუვენტუსს 6 ქულა აქვს, ხოლო ჯენოამ მხოლოდ 1 ქულის მოგროვება მოახერხა. მომდევნო მატჩში ტურინელები ინტერს უმასპინძლებენ, გენუელები კი კომოს ესტუმრებიან.









