იბერია უდანაკარგოა და სამიდან სამი მოგება აქვს, დინამო ბათუმმა კი ორი შეხვედრა ჩაატარა, ერთი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს.
ქუთაისი პირველი გამარჯვების მოლოდინშია - მიმდინარე სეზონში ტორპედოს საკუთარ მოედანზე ჯერ არ მოუგია, გასულ ტურში თელავთან წააგო და სიტუაციის გამოსწორებას დღეს შეეცდება. მათი მეტოქე გორის დილაა. გორელებმა სეზონი არც თუ ისე წარმატებით დაიწყეს და მხოლოდ ერთი ქულა აქვთ.
საინტერესო შეხვედრა გველის თელავში. ადგილობრივი გუნდი დინამო თბილისს შეხვდება. ბოლო წლებში, დინამოს თელავში თამაში სულ უჭირს. მით უმეტეს, ტორპედოსთან მოგების შემდეგ კახელები კარგ განწყობაზე არიან და კიდევ ერთი სენსაციის დაფიქსირებას შეეცდებიან.
ეროვნული ლიგის მე-4 ტური
15 მარტი
იბერია - დინამო ბათუმი (15:00)
თელავი - დინამო თბილისი (18:00)
ტორპედო - დილა (19:00)
16 მარტი
კოლხეთი - გარეჯი (15:00)
გაგრა - სამგურალი (18:00)









