ლეგენდარულმა რონალდო ნაზარიომ მადრიდის რეალში გატარებული პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც შაბათს, თამაშის დასრულების შემდეგ ის პირდაპირ მიემგზავრებოდა პარიზში წვეულებაზე, "სამეფო კლუბის" განკარგულებაში კი ბრაზილიელი ფორვარდი ორშაბათის ვარჯიშამდე რამდენიმე საათით ადრე ბრუნდებოდა.
"დროის მენეჯმენტს დიდ დროს ვუთმობდი. იყო შემთხვევები, როდესაც შაბათის მატჩის შემდეგ, წვეულებაზე პარიზში პირდაპირ მივფრინავდი. იქ ვჩერდებოდი კვირამდე, მათ შორის გვიანდელ წვეულებაზეც. ორშაბათს რეალში დილის 10 საათზე მიწევდა ვარჯიში და რომ არ დამეგვიანა, დილის 7 საათზე ისევ თვითმფრინავში ვჯდებოდი.
ცხრა საათზე უკვე მადრიდში ვიყავი. რატომ ვიქცეოდი ასე? ქალაქში, სადაც თამაშობ, დიდი წვეულების გამართვა თვითმკვლელობის ტოლფასი არის. ამიტომ, თავისუფალი დროის გასატარებლად სხვა ქალაქში გადაფრენა მიწევდა."









