თბილისში მიმდინარე 16 წლამდელთა ევრობასკეტზე, საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა ისრაელს 70:66 მოუგო. ამ გამარჯვებით ქართველებმა A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს და 15 აგვისტოს მე-9 ადგილისთვის გადამწყვეტ მატჩში საბერძნეთს დაუპირისპირდებიან.
ისრაელთან მატჩში 11-11 ქულა სანდრო შერვაშიძემ, დავით ტრაპაიძემ, ლუკა პაჭკორიამ და საბა პატაშურმა დააგროვეს.
საქართველო - სბაერძნეთის მატჩი 15 აგვისტოს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.









