2024 წლის რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები ავსტრალიას შეხვდა და 11-35 დამარცხდა.
აღნიშნული შეხვედრის პირველი ტაიმი უმცროსი ბორჯღალოსნების გამარჯვებით, 8-6 დასრულდა, თუმცა, მეორე ნახევარში უპირატესობა ავსტრალიამ მოიპოვა და ტურნირი გამარჯვებით გახსნა.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება — მატჩი 4 ივლისს, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი
U20 მსოფლიო ჩემპიონატი — უმცროსი ბორჯღალოსნები ავსტრალიასთან დამარცხდნენ









