LaGazzetta.ge-სთან გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმაზე კომენტარი მისმა აგენტმა ლაშა ჯაკობიამ გააკეთა.
"ჩაკვეს ახლახანს ველაპარაკე და მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. წელი გამიშეშდა, არაფერი სერიოზული, ტკივილგამაყუჩებელი დავლიე და ყველაფერი კარგადააო", - განაცხადა ჯაკობიამ.
მოგეხსენებათ, უოტფორდისა და ქოვენთრის მატჩი 1:1 დასრულდა, სადაც ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა.










