დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სალიას პრემიერ ლიგის გრანდები - არსენალი და მანჩესტერ სიტი აკვირდებიან.
Lagazzetta.ge-ს ინფორმაციით, სალიას ტრანსფერის საქმეში არსენალი უფრო აქტიურად არის ჩართული, სკაუტები მის ყველა მატჩს უყურებენ და ინტერესი დიდია.
რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, პეპ გვარდიოლას სკაუტები სალიას მიმართ ინტერესს ისეთი დიდი დოზით არ იჩენენ, როგორც არსენალი და მხოლოდ დაკვირვების რეჟიმში არიან.
შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისის გარდა სალია საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელიცაა, სადაც რამდენიმე დღის წინ ითამაშა.











