ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერებოდა, რომ ჩაკვეს შეძენით პრემიერ ლიგის კლუბები - საუთჰემპტონი და ვულვზი ინტერესდებოდნენ და ეს გუნდები მას ერთ-ერთ გადამრჩენელად მოიაზრებდნენ.
კლუბმა და ჩაკვეს მხარემ საუთჰემპტონში გადასვლაზე უარი თქვა. მიზეზი მარტივია - კლუბს მხოლოდ 6 ქულა აქვს, ბოლო ადგილზეა და თუ სასწაული არ მოხდა, პრემიერ ლიგიდან გავარდება. შესაბამისად, სამომავლოდ ქართველისთვის იქ გადასვლა მომგებიანი არ იქნება.
რაც შეეხება ვულვზს, მათი მხრიდან ინტერესი რეალურია, თუმცა ამჟამინდელი სიტუაციით, უოტფორდი ჩაკვეტაძეს ზამთარში არ გაყიდის და ერთად შეეცდებიან პრემიერ ლიგაში დაბრუნებას.
25 ტურის შემდეგ, უოტფორდს 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს. ქართველი შემტევის ანაგარიშზე 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.











