მილანის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, კლარენს ზეედორფმა ლონდონის არსენალისა და პარის სენ-ჟერმენის მატჩი შეაფასა. ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფლეიმეიქერმა გააკრიტიკა თანამემამულე იურიენ ტიმბერი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ რამდენიმე შეცდომა დაუშვა.
"როდესაც ხარ ფლანგის მცველი, როდის უნდა ახვიდე მაღალ პრესინგზე და როდის დაიწიო უკან. ტიმბერმა ეს ყველაფერი ვერ მოახერხა. იურიენმა დაუშვა სულელური შეცდომები და ბევრი ჯარიმაც აიღო. ამის გარდა, ის რამდენიმე ეპიზოდში მოდუნებული ჩანდა.
ასე თამაშია შეგიძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც ფლობ უპირატესობას და ყველაფერს აკონტროლებ. არსენალის მდგომარეობა კი სრულიად საპირისპირო იყო. გაუმართლებელია, ის თამაში, რომელიც ლონდონელთა განაპირა მცველმა პარის სენ-ჟერმენთან აჩვენა"









