ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გაიმართა ძალიან დაძაბული და დრამატული შეხვედრა ასტონ ვილასა და პსჟ-ს შორის. მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ჰაკიმისა და მენდეშის გოლებით, პსჟ ბირმინგემშიც ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა და თითქოს წყვილში ყველაფერი დაასრულა, თუმცა ასე არ მოხდა.
ასტონ ვილას დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა, გააქტიურდა და 3 გოლიც გაიტანა, რითიც თამაში დაძაბა. ემერის გუნდს მომენტები კიდევ ჰქონდა, მაგრამ მატჩის გმირი დონარუმა გამოდგა.
საბოლოოდ, პსჟ-მ ანგარიში შეინარჩუნა, ორი მატჩის ჯამში 5:4 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც არსენალსა და რეალს შორის გამარჯვებულს დაელოდება.
ძირითად შემადგენლობაში იყო პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 90 წუთი ითამაშა.









