ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ჩელსის ცენტრალური მცველის, ლივაი კოლვილის ტრავმის სიმძიმე და ლაზარეთში ყოფნის პერიოდი ოფიციალურად გახდა ცნობილი.
სამწუხაროდ ინგლისელი ფეხბურთელი ტრავმის გამო, მინიმუმ 6-8 თვეს გამოტოვებს. როგორც გაირკვა, 22 წლის ფეხბურთლმა დაზიანება პრე-სეზონზე, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მიიღო, როდესაც მარცხენა ფეხზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.
ლივაი კოლვილს მუხლზე ოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩაუტარდა და ფეხბურთელმა რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო.









