ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს ტრავმის სიმძიმე და ლაზარეთში ყოფნის პერიოდი ცნობილი გახდა.
როგორც გაირკვა, ბელგიელი ფეხბურთელი ტრავმის გამო მინიმუმ 3 თვეს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფეხბურთლმა დაზიანება პრე-სეზონზე, ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩში მიიღო, როდესაც მარცხენა ბარძაყზე კუნთი დაიჭიმა.
რომელუ ლუკაკუს ახალი ტესტები დღეს ჩაუტარდება, რის შემდეგაც ფეხბურთელი რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს.
ბელგიელის ტრავმის გამო, ნაპოლი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დიდი ალბათობით ახალ ფორვარდს დაიმატებს.









