ჩემპიონთა ლიგის დაბრუნებამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. სამშაბათს, ფეხბურთის გულშემატკივრები არსენალი-პარი სენ-ჟერმენის მატჩს იხილავენ, ხოლო ოთშაბათს ბარსელონა საკუთარ მოედანზე ინტერს დაუპირისპირდება.
ინტერი ბარსელონასთან პირველ დაპირისპირებას დიდი დანაკლისით ხვდება. რომასთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო, ბენჟამინ პავარი საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება. ფრანგმა ფეხბურთელმა დაზიანება კოჭზე მიიღო, რის გამოც ვარჯიშს რამდენიმე დღე ვერ შეძლებს.
ძველი ტრავმა აწუხებს მარკუს ტურამსაც, რომლის თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ ფრანგი ფორვარდი უახლოეს საათებში გუნდთან ერთად ივარჯიშებს, ფეხბურთელი ბარსელონასთან მატჩში სიმონე ინძაგის განკარგულებაში იქნება.
შეგახსენებთ, ბარსელონა-ინტერის პირველი დაპირისპირება 30 აპრილს, კატალონიაში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.









