პარი სენ-ჟერმენმა ტრავმის გამო დაცვის უდავო ლიდერი, მარკინიოსი დაკარგა. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია, ბრაზილიელმა მცველმა მარჯვენა ფეხზე კუნთი დაიზიანა, რის გამოც საკუთარ გუნდს რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება.
მარკინიოსი პარი სენ-ჟერმენს როგორც ლიგა 1-ის მომდევნო ტურში ოსერთან, ისე ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთან დაპირისპირებაშიც ვერ დაეხმარება, რაც ლუის ენრიკესთვის ძალიან დიდი დანაკლისია.
შეგახსენებთ, ტრავმები აწუხებთ პსჟ-ს კიდევ 3 ფეხბურთელს, კერძოდ უსმან დემბელეს, დეზირე დუესა და ჟოაუ ნევეშს.
ბარსელონა vs. პარი სენ-ჟერმენის მატჩი 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.









