ნაპოლიმ ტრავმის გამო დაცვის უდავო ლიდერი, ალესანდრო ბონჯორნო დაკარგა. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია, იტალიელმა მცველმა მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც საკუთარ გუნდს დაახლოებით ერთი თვე ვერ დაეხმარება.
ალესანდრო ბონჯორნო ნაპოლის მომდევნო ტურში მილანთან დაპირისპირებაში ვერ დაეხმარება, რაც ანტონიო კონტესთვის ძალიან დიდი დანაკლისია.
შეგახსენებთ, ნაპოლი 4 ტურის შემდეგ, 12 ქულით, პირველ პოზიციაზე იმყოფება.









