პრემიერ ლიგის გიჟური სეზონი გრძელდება! სულ რამდენიმე წუთის წინ მოლინეუზე ბოლოადგილოსანმა ვულვზმა არსენალს უმასპინძლა და იმის მიუხედავად, რომ მეტოქე საკმაოდ მრისხანე იყო, "მგლებმა" მოახერხეს და მიკელ არტეტას გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინეს.
არსენალმა მატჩის უმეტესი ნაწილი ძალიან კარგად ჩაატარა და 56-ე წუთისთვის 0-2 იგებდა, თუმცა მასპინძლებმა საკუთარ თავში ძალა იპოვეს და "მეთოფეებს" დარჩენილ დროში ორი გოლი გაუტანეს.
მიკელ არტეტას გუნდმა ამ მატჩის შემდეგ 58 ქულა მოაგროვა და მანჩესტერ სიტის 5 ქულით გაასწრო, თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პეპ გვარდიოლას გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ვულვზი 2-2 არსენალი
გოლები: 0-1 ბუკაიო საკა 5', 0-2 პიერო ინკაპიე 56', 1-2 უგო ბუენო 61', 2-2 რიკარდო კალაფიორი (ს.კ.) 90+4'.
მატჩის მიმოხილვა









