პრემიერ ლიგის 29-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი მოლინეუზე გაიმართა, სადაც ვულვზმა ლივერპულს უმასპინძლა.
მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საოცრად დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლა იხილა, რომელშიც მასპინძლებმა უდიდესი სენსაცია შემოგვთავაზეს და საკმაოდ მრისხანე მეტოქეს მოუგეს!
ვულვზმა წინა ტურში ასტონ ვილას მოუგო, ახლა კი რობ ედვარდსის გუნდმა ლივერპულსაც აჯობა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ჩაიწერა.
ვულვზი 2-1 ლივერპული
გოლები: 1-0 როდრიგუ გომეში 78', 1-1 მოჰამედ სალაჰი 83', 2-1 ანდრე 90+4'.









