ივუარელი ცენტრალური მცველის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, შეჩერებული შეხვედრა კი დღეს განახლდა. საბოლოო შედეგი - 2:1 დაფიქსირდა "მგლების" სასარგებლოდ. მატჩის გაჩერების მომენტში ანგარიში 1:1 იყო, რობერტო პერეირასა და რომელუ ლუკაკუს გოლების შემდეგ. დღეს კი დარჩენილ დროში ბრაიან კრისტანტემ გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა.
Serie A
უდინეზესა და რომას შორის შეწყვეტილი მატჩი განახლდა - გამარჯვება დე როსის გუნდმა მოიპოვა

სერია ა-ში განახლდა 32-ე ტურის 84-ე წუთზე შემწყდარი შეხვედრა უდინეზესა და რომას შორის. შეგახსენებთ, რომ მატჩი შეჩერდა მას შემდეგ, რაც "ჯალოროსის" უკანახაზელმა, ევან ნდიკამ თავი შეუძლოთ იგრძნო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორივე გუნდის წარმომადგენლებმა კი მოილაპარაკეს, რომ მატჩი შეწყდებოდა.










