მათ შორისაა საქართველოს ნაკრებიც. ევროპის მთავარმა საფეხბურთო ორგანომ ჩვენი ნაკრები ალბანეთთან გამართულ საშინაო მატჩში დაფიქსირებული დარღვევებისთვის დააჯარიმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 14 ათასი ევროთი დაჯარიმდა იმის გამო, რომ სტადიონის საჯარო გასასვლელები დაბლოკილი იყო.
საქართელოს ფეხბურთის ფედერაცია 12 ათასი ევროთი დაჯარიმდა იმის გამო, რომ მატჩის მსვლელობისას გულშემატკივრები მთავარ მსაჯს ლაზერს ანათებდნენ.
გულშემატკივრის მხრიდან პიროტექსნიკის გამოყენების გამო, ფეხბურთის ფედერაცია 30 ათასი ევროთი დაჯარიმდა. ამასთანავე, ერთ-ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 ათასი გულშემატკივრით ნაკლებით ჩაატარებს.
ეს ბოლო პუნქტი მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იქნება და ამის შემდეგ გადაწყდება, თუ რომელ საშინაო მატჩზე დაეკისრება ნაკრებს ხსენებული სანქცია.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შემდეგ მატჩებს საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს შინ უკრაინის, 19 ნოემბერს კი სტუმრად ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი









