“Air Albania”-ზე გამართული მატჩის დროს, ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს, რის გამოც უეფამ ალბანეთის ფედერაციის დასჯა გადაწყვიტა:
- მატჩის დაწყებამდე, ალბანელმა გულშემატკივრებმა იმ კიბის ბლოკირება მოახდინეს, რომლითაც საქართველოს ნაკრების ქომაგები ტრიბუნებისკენ უნდა გადაადგილებულიყვნენ. ამისთვის ფედერაცია €18000 ევროთი დაჯარიმდა;
- ალბანელმა გულშემატკივრებმა მატჩის მიმდინარეობისას ტრიბუნიდან რამდენჯერმე გარკვეული სახის ნივთები ისროლეს, რის გამოც ფედერაცია დამატებით €4750 დაჯარიმდა;
- რაც შეეხება ალბანელთა პროტესტსა და სტვენას საქართველოს ეროვნული ნაკრების ჰიმნის შესრულებუს დროს, უეფამ ფედერაცია დამატებით €12500 დასაჯა.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი









