რამდენიმეკვირიანი გამოძიება საბოლოო გადაწყვეტილებით დასრულდა — უეფამ ლუის დიასი არც მეტი, არც ნაკლები 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა! ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში მომხდარი ინციდენტი საკმაოდ უხეშად შეფასდა, რის გამოც 28 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი მკაცრად დაისაჯა.
შეგახსენებთ, პარი სენ-ჟერმენი vs. ბაიერნის შეხვედრაში, ლუის დიასი აშრაფ ჰაკიმის ძალიან უხეშად ეთამაშა, რის გამოც მაროკოელმა მცველმა უმძიმესი ტრავმა მიიღო.
ბაიერნში ასეთ მკაცრ გადაწყვეტილებას არავინ ელოდა, სწორედ ამიტომ, "რეკორდმაისტერი" ამ სასჯელს აუცილებლად გაასაჩივრებს.









