საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალური გვერდის საშუალებით უელსის რაგბის კავშირს მიმართა და შემოდგომის ტესტებზე თბილისში დაპატიჟა. "ბორჯღალოსნების" გამოწვევას უელსის რაგბის კავშირმა მალევე უპასუხა: "ხაზზე ვიქნებით."
ისტორიაში საქართველოს და უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს სულ 5-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 1 "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს, ხოლო 4 უელსელებმა. გუნდები ბოლოს 2023 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ, სადაც უელსმა 43:19 იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის შემოდგომის ტესტებზე, საქართველოს ნაკრები უელსს კარდიფში ესტუმრა, მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 13:12 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
უელსის რაგბის კავშირმა ბორჯღალოსნების გამოწვევას უპასუხა











