უეფას სუპერთასის შეხვედრა პსჟ-სა და ტოტენჰემს შორის ფრედ 2:2 დასრულდა, პარიზელებმა პენალტების სერიაში მოიგეს.
მატჩის შემდეგ კომენტარი პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"უნდა დავტკბეთ ამ წუთებით და კიდევ ერთი ტიტულით, რომელიც ჩვენს გულშემატკივრებს ეძღვნება.
ტოტენჰემმა დიდებული მატჩი ჩაატარა, ვფიქრობ, ისინი ჩვენზე უკეთესებიც იყვნენ, მაგრამ ასეთია ფეხბურთი.
რაც შეეხება ჩემს გუნდს, მოსამატებელი გვაქვს და კიდევ უფრო მეტს ვითხოვ", - განაცხადა ენრიკემ.









