დადასტურებულად — უგო ეკიტიკემ მარჯვენა ფეხზე აქილევსის მყესი გაიწყვიტა. ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული წყაროები ადასტურებენ.
შეგახსენებთ, 23 წლის ფორვარდმა უმძიმესი ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე, პარი სენ-ჟერმენთან განმეორებით მატჩში მიიღო, რა დროსაც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
პირველადი ინფორმაციით, უგო ეკიტიკე მიმდინარე წელს ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მუნდიალსაც გამოტოვებს.









