სერია A-ს 34-ე ტურის ცენტრალური მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მილანი-იუვენტუსის დაპირისპირება იხილა.
იმის მიუხედავად, რომ გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხეს, მატჩში გოლი მაინც არ გასულა და შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა.
"როსონერი" 67 ქულით მე-3 პოზიციაზე დარჩა, ხოლო რაც შეეხება ლუჩანო სპალეტის გუნდს, "ბიანკონერი" 64 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.
მატჩის მიმოხილვა









