აღნიშნულ შეხვედრაში ბურთის ფლობის და კარში ზუსტი დარტყმების მხრივაც სრული თანაფარდობა იყო — გუნდებმა მხოლოდ თითოჯერ მოახერხეს ზუსტი დარტყმის შესრულება.
3 მატჩის შემდეგ, იუვენტუსს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის თანალიდერია, ხოლო რომა 2 ქულით მე-16 ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში ტურინული კლუბი ემპოლის ესტუმრება, ხოლო რომაელები ჯენოას დაუპირისპირდებიან.









