სერია A-ს მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც მაყურებელმა იუვენტუსისა და მილანის დაძაბული დაპირისპირება იხილა. 90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, თუმცა გოლის გატანა ვერც "ბიანკონერიმ" მოახერხა და ვერც "როსონერიმ"
გოლის გატანასთან ყველაზე ახლოს კრისტიან პულისიკი იყო, რომელმაც მეორე ტაიმში პენალტის ზუსტად შესრულება ვერ მოახერხა და საკუთარი გუნდი წინ ვერ გაიყვანა. ორი ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა ტრავმიდან ახლად დაბრუნებულ რაფა ლეაოსაც, თუმცა მიკელე დი გრეგორიოს პორტუგალიელმა ვერც ერთხელ აჯობა.
იუვენტუსი 12 ქულით მე-5 პოზიციაზე დარჩა, ხოლო მილანი ოქტომბრის სანაკრებო პაუზას 13 ქულით, მე-3 პოზიციაზე ხვდება.
მატჩის მიმოხილვა









