სერია A-ს მე-11 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც მაყურებელმა იუვენტუსისა და ტორინოს დაპირისპირება იხილა. 90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, თუმცა ამ დროში გამარჯვებული მაინც ვერ გამოვლინდა. საბოლოო ჯამში ტურინული დერბი ფრედ, 0-0 დასრულდა.
იუვენტუსმა ამ მატჩის შემდეგ 19 ქულა მოაგროვა და მე-5 პოზიციაზე გადაბარგდა, ხოლო რაც შეეხება ტორინოს, "ხარებმა" 14 ქულას მოუყარეს თავი და მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლეს.
მატჩის მიმოხილვა









