აღნიშნული მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო გიორგი მიქაუტაძემ და ლიონის მაისურით პირველი გოლები გაიტანა. ქართველმა შემტევმა პირველი ტაიმის მიწურულს თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად, ხოლო 62-ე წუთზე მეორედ აიღო მეტოქის კარი და დუბლი გაიფორმა.
7 მატჩის შემდეგ, ლიონს 14 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში გიორგი მიქაუტაძის გუნდი ლილს ესტუმრება — შეხვედრა 1-ელ ნოემბერს გაიმართება.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი









