მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მადრიდის რეალი ისვენებს და ახალი სეზონისთვის მზადებას აგვისტოდან განაახლებს.
ეს ტურნირი გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის ჩაბი ალონსოსთვის პირველი იყო რეალში მუშაობის პერიოდში, საიდანაც ესპანელმა სპეციალისტმა დასკვნები გამოიტანა.
კერძოდ, ალონსომ რეალის 6 ფეხბურთელს ურჩია, რომ მათთვის უკეთესი იქნება, თუ ახალ სეზონში სხვა კლუბს მოძებნიან, რადგან რეალში დიდ სათამაშო დროს ვერ ჰპირდება.
ერთ-ერთი მათგანი როდრიგოა, რომლის შეძენით რამდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდება. გონსალო გარსიას ფორმაში შესვლის შემდეგ, ალონსო ბრაჰიმ დიასის ყოლის საჭიროებასაც ვერ ხედავს. რაულ ასენსიომ საკლუბო ჩემპიონატი ჩააგდო და კლუბი ძირითადში მასაც აღარ მოიაზრებს.
გამოჩნდა, რომ ლუნინი საკმაოდ კარგი მეკარეა და სხვა გუნდში აუცილებლად ძირითადის წევრი იქნებოდა. კურტუასთან კონკურენციის გამო ალონსო სათამაშო დროს უკრაინელ მეკარესაც ვერ ჰპირდება.
კასერესის რეალში მისვლის შემდეგ, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მენდისა და ფრან გარსიას მოუწევს, ამიტომ ალონსო მათაც ახალი გუნდის მოძებნას ურჩევს.









