მასპინძლების მხრიდან შიკმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა, ხოლო თითო გოლი პალასიოსის და ჯაკას ანგარიშზეა. სტუმრებიდან კი თავი დორშმა და ჰონსაკიმ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ჰაიდენჰაიმი 21-ე წუთისთვის 2-0 იგებდა, თუმცა, 5 უპასუხო გოლი გაუშვა.
11 მატჩის შემდეგ, ლევერკუზენს 20 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს, ხოლო ჰაიდენჰაიმი 10 ქულით მე-15 ადგილზეა. მომდევნო ტურში ჩაბი ალონსოს გუნდი უნიონ ბერლინს ესტუმრება.









