საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, გერმანიის ეროვნული ნაკრები შვეიცარიას ესტუმრა და მეტოქე უხვგოლიან მატჩში 4-3 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში უმაღლესი, 10 ქულიანი შეფასება მიიღო ფლორიან ვირცმა, რომელმაც გოლების და ასისტების დუბლი გაიფორმა და გერმანიას მოაგებინა. შვეიცარიელების მხრიდან კი გოლები ნდოიემ, ემბოლომ და მონტეირომ გაიტანეს.
შვეიცარია 3-4 გერმანია
გოლები: 1-0 ნდოიე (17'), 1-1 ტა (26'), 2-1 ემბოლო (41'), 2-2 გნაბრი (45+2'), 2-3 ვირცი (61'), 3-3 მონტეირო (79'), 3-4 ვირცი (85')
სხვა საერთაშორისო ამხანაგური მატჩების შედეგები
ინგლისი 1-1 ურუგვაი
ნიდერლანდები 2-1 ნორვეგია
ესპანეთი 3-0 სერბეთი
არგენტინა 2-1 მაურიტანია









