შეხვედრის ანგარიში შვეიცარიამ მე-12 წუთზე გახსნა — თავი დუაჰიმ გამოიჩინა, ხოლო 45-ე წუთზე, ებიშერმა სხვაობა ორამდე გაზარდა და პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა.
66-ე წუთზე გოლი ვარგამ გაიტანა და სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, ხოლო 93-ე წუთზე უნგრეთის კარი კონტრშეტევაზე ემბოლომ აიღო და შვეიცარიამ ევრო 2024 გამარჯვებით გახსნა.
პირველი ტურის შემდეგ A ჯგუფს 3-3 ქულით გერმანიისა და შვეიცარიის ეროვნული ნაკრებები ლიდერობენ. მომდევნო ტურში გერმანია უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო შვეიცარია - შოტლანდიას.










