სერია ა-ს 31-ე ტურში მილანის ინტერმა საკუთარ კედლებში რომა ანგარიშით 5:2 გაანადგურა. მასპინძლების მხრიდან დუბლი გაიფორმა ლაუტარო მარტინესმა, თითო ბურთი კი ჰაკან ჩალჰანოღლუმ, ნიკოლო ბარელამ და მარკუს ტურამმა შეაგდეს. "ჯალოროსის" მხრიდან "ნერაძურის" კარი ჯანლუკა მანჩინიმ და ლორენცო პელეგრინიმ აიღეს.
კრისტიან კივუს გუნდი ამ გამარჯვებით აგროვებს 72 ქულას და უახლოეს მდევართან, თანაქალაქელ მილანთან სხვაობას ცხრა ქულამდე ზრდის. "როსონერის" თავის მხრივ ჯერ არ ჩაუტარებია 31-ე ტურის შეხვედრა, სტუმრად გასამართი თამაში ნაპოლისთან დღეს გაიმართება.
ინტერი 5:2 რომა
გოლები: 1:0, 3:1 ლაუტარო მარტინესი 1', 52', 1:1 ჯანლუკა მანჩინი 40', 2:1 ჰაკან ჩალჰანოღლუ 45+2', 4:1 მარკუს ტურამი 55', 5:1 ნიკოლო ბარელა 63', 5:2 ლორენცო პელეგრინი 70'.









