შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს — მე-20 წუთზე თავი გორეცკამ გამოიჩინა, ხოლო ზუსტად 4 წუთში ამურამ გაათანაბრა. 39-ე წუთზე ოლისემ აიღო სტუმართა კარი და პირველი ტაიმი დასრულდა.
შესვენების შემდეგ მატჩი კვლავ ბაიერნის უპირატესობით განახლდა და 62-ე წუთზე გორეცკამ დუბლი გაიფორმა. შეხვედრის მიწურულს, 88-ე წუთზე ამურამ მეორე გოლი გაუტანა რეკორდმაისტერს და საბოლოო ანგარიში, 3-2 დააფიქსირა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ბაიერნს 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო ვოლფსბურგი 27 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში მიუნხენელები ფრაიბურგს ესტუმრებიან, ვოლფსბურგელები კი ვოლშტაინ კილს უმასპინძლებენ.









