ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში, მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე ბეტისი მიიღო და მეტოქე 5-1 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა — თავი გონსალო გარსიამ გამოიჩინა და რეალი დააწინაურა. 50-ე წუთზე, 21 წლის ფორვარდმა დუბლი გაიფორმა, ხოლო ზუსტად 6 წუთში რაულ ასენსიომ სხვაობა სამამდე გაზარდა. 66-ე წუთზე, კუჩო ერნანდესმა ერთი ბურთი გაქვითა, რასაც 82-ე წუთზე გონსალო გარსიას ჰეთ-თრიკი მოჰყვა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ფრან გარსიამ აიღო ბეტისის კარი და საბოლოო ანგარიში, 5-1 დააფიქსირა.
რეალი 5-1 ბეტისი
გოლები: 1-0, 2-0 გონსალო გარსია (20', 50'), 3-0 რაულ ასენსიო (56'), 3-1 კუჩო ერნანდესი (66'), 4-1 გონსალო გარსია (82'), 5-1 ფრან გარსია (90+3')
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, რეალს 45 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და ბარსელონას 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში სამეფო კლუბი ლევანტეს უმასპინძლებს.









