ევრო 2024-ის ჯგუფები ბოლომდე დაკომპლექტდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად გერმანიაში უკრაინის და პოლონეთის ეროვნული ნაკრებებიც მიემზგავრებიან.
უკრაინა-ისლანდიის მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში წინ გასვლა სტუმარმა გუნდმა მოახერხა. თავი კვლავ გუდმუნდსონმა გამოიჩინა. მეორე ტაიმი მასპინძელმა გუნდმა უკეთესად დაიწყო - ციგანკოვმა 54-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ამის შემდეგ ბევრი სახიფათო მომენტი ვიხილეთ, თუმცა წინ გასვლა კვლავ უკრაინამ შეძლო. მუდრიკმა 84-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
უელსი-პოლონეთს შორის 120-წუთიანი დაპირისპირება ვიხილეთ. გუნდებმა არაერთი საგოლე მომენტის შექმნის მიუხედავად, გოლის გატანა ვერ მოახერხეს. თერთმეტმეტრიანი სერია კი უკეთესად პოლონეთმა შეასრულა. 4:5 და პრობიერჟის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
უკრაინა E ჯგუფში ბელგიასთან, რუმინეთსა და სლოვაკეთთან ერთად იქნება, პოლონეთი კი D ჯგუფში ავსტრიასთან, საფრანგეთსა და ნიდერლნადებთან ერთად იასპარეზებს.
უკრაინა და პოლონეთი ევრო 2024-ზე ითამაშებენ









