თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლონდონის ჩელსისა და უკრაინის ნაკრების ვარსკვლავს მიხაილო მუდრიკს დოპინგზე ჩავარდნის გამო 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მუდრიკი სპორტის სახეობის შეცვლას აპირებს და მძლეოსნობაში, კერძოდ კი 100 მეტრზე სირბილში გადადის.
მისი მიზანია, რომ დარჩენილი დრო კარგად მოემზადოს და 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადისთვის 100 მეტრზე სირბილში უკრაინის სახელით გავიდეს.
ჯერჯერობით, მუდრიკს არ გადაუწყვეტია, გააგრძელებს თუ არა ფეხბურთის თამაშს, როცა დისკვალიფიკაციის ვადა გაუვა.









