ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ მას უკვე მოფიქრებული აქვს, თუ რით დაკავდება ის საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ. არგენტინელ ვინგერს სურს სამწვრთნელო კარიერის დაწყება, ისე რომ მისი ასისტენტი ლეანდრო პარედესი გახდეს. არსებობს ერთი ნიუანსი, რომელზეც როსარიო სენტრალის შემტევმა ისაუბრა.
"საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობა მსურს. მე და პარედესს გვინდა ერთად მუშაობა, თუმცა პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მე ახლოს ვარ კარიერის დასრულებასთან, ლეანდრო კი ჯერ 31 წლის არის. არაუშავს, სანამ ის ითამაშებს, მე კურსებს გავივლი.
დიახ, ის ბოკა ხუნიორსის აღზრდილია, მე კი როსარიოს, თუმცა გამოსავალი ამ საკითხშიც ვიპოვე. თავდაპირველად ვიმუშავებთ ჩემს კლუბში, შემდეგ კი ბუენოს-აირესში. ტაქტიკა? 4-3-3 მომწონს."









