14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ალბანეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
ლაპარაკი ფეხბურთელებთან
უკრაინასთან თამაში ცუდად დავიწყე და ამაზე ფეხბურთელებს ვესაუბრე. იმედია, ეს გამოსწორდება და ხვალინდელ შეხვედრას სულ სხვანაირად დავიწყებთ, რადგან მატჩის კარგი სტარტი ყოველთვის მნიშვნელოვანია
კიტეიშვლიის მდგომარეობაზე
კიტე ხვალინდელი თამაშისთვის სრულად მზადაა. უკრაინასთან მატჩში მისი ტრავმა დაღლილობის ბრალი უფრო იყო. ძალები აღიდგინა და სათამაშოდ მზადაა.
ქოჩორაშვილის დანაკლისი
რა თქმა უნდა, ქოჩორაშვილის დანაკლისი სამწუხაროა, თუმცა ვინ შეცვლის მას, უკვე გადაწყვეტილი მაქვს და ხვალ ყველა ნახავს.
უკრაინასთან მატჩზე
უკრაინასთან ისეთი მატჩი იყო, რომ მოგებაც შეგვეძლო. ყოველ შემთხვევაში, მინიმუმ ქულა უნდა აგვეღო. როგორც უკვე ვთქვი, ხვალინდელი მატჩი უკეთ უნდა დავიწყოთ.
ნაკრების მდგომარეობაზე
ისევ ის გუნდი ვართ, რაც აქამდე ვიყავით. ის წარმატება, რასაც ბოლო დროს მივაღწიეთ, შემთხვევითი არ იყო. ეს ყველაფერი შრომიდან მოვიდა. ჩვენს თავს იმის უფლება არ უნდა მივცეთ, რომ მოედანზე ნაკლები ძალები ჩავდოთ და მაინც მოვიგოთ. პირიქით, იგივე ძალისხმევა უნდა გამოვავლინოთ, როგორც აქამდე.









