რაც შეეხება მეორე გოლს, მაყურებელმა ულამაზესი ჯარიმა იხილა გიორგი ჩაკვეტაძის ზუსტი შესრულებით, რომელმაც "ლურჯების" მეკარე, ლუკას იენსენი უბრალოდ უშანსოდ დატოვა. ასევე გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ ქართველმა გამთამაშებელმა სეზონი ახალი ნომრით დაიწყო. ჰართფორდშირელთა ფლეიმეიქერი ამიერიდან მე-8 ნომრით ითამაშებს.
24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მოედანზე 89 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში გაიტანა ერთი გოლი, გააკეთა სამი გადაცემა და მოიგო ორი ორთაბრძოლა. ჩაკვემ "ოქროს ბიჭებს" შორის ყველაზე მაღალი, 7.7 ქულა მიიღო. რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, მისი გასვლის მომენტისთვის, ანგარიში უკვე 2:2 იყო.
ლონდონელებმა თამაშში დაბრუნება დანკან უოტმორის დუბლით მოახერხეს. საბოლოოდ ყველაფერი მაინც ტომ კლევერლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მატჩის 90-ე წუთზე ვიკარიჯ როუდის ბინადრებს მილეტა რაიკოვიჩმა მოაგებინა. როგორც ვხედავთ, ქართველი გამთამაშებლისთვის, ისევე როგორც ზოგადად უოტფორდისთვის, სეზონი წარმატებით დაიწყო.
"ყვითლების" შემდეგი თამაშების განრიგი ასეთია - 13 აგვისტოს, ინგლისის ლიგის თასის ფარგლებში, მათ ელით შეხვედრა მილტონ კეინს დონსთან, ოთხი დღის შემდეგ კი კვლავ ჩემპიონშიპი, სადაც მეტოქე სტოკი იქნება.











