ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ ლიგა 1-ის კლუბის დავალიანება €458 მილიონიდან €508 მილიონამდე გაიზარდა. კლუბის უფროსობამ დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ იანვარში ფეხბურთელების გაყიდვას გეგმავენ, რაც ფინანსურ სიტუაციას დაასტაბილურებს, თუმცა ამის მიუხედავად, ფინანსური ორგანოს განაჩენი მაინც მძიმე აღმოჩნდა.
გადაწყვეტილება საბოლოოა და სეზონის ბოლომდე გადახედვას არ ექვემდებარება — ლიონს ლიგა 2-ში დაქვეითება სერიოზულად ემუქრება და თუ მათი ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად არ გაუმჯობესდება, ისტორიული ფრანგული კლუბი შეიძლება გაკოტრდეს ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, გაუქმდეს.











