არსენალის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — ბოლო საათებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გაბრიელ მაგალიაესის დაზიანება ძალიან მძიმეა, რის გამოც 27 წლის ცენტრალური მცველი 1-დან 2 თვემდე იუქმებს.
არსენალის დაცვის ლიდერმა ტრავმა ნოემბრის სანაკრები პაუზის დროს მიიღო, როდესაც მარჯვენა საზარდული დაიზიანა. მიკელ არტეტა იმედოვნებდა, რომ ფეხბურთელის დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდებოდა, თუმცა მისი მოლოდინი არ გამართლა და გამოცდილი მცველი საკმაოდ დიდი ხნით დაკარგა.
გაბრიელ მაგალიაესის ანგარიშზე ამ სეზონში 17 ჩატარებული მატჩია, რა დროშიც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.









