ჩელსის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — ბოლო საათებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ლიამ დელაპის დაზიანება ძალიან მძიმეა, რის გამოც 22 წლის ფორვარდი 6-დან 8 კვირამდე გამოტოვებს.
ჩელსის ფორვარდმა ტრავმა პრემირ ლიგის ბოლო ტურში მიიღო, როდესაც მარჯვენა ხელზე მხარი დაიზიანა. ენცო მარესკა იმედოვნებდა, რომ ფეხბურთელის დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდებოდა, თუმცა მისი მოლოდინი არ გამართლა და ინგლისელი ფორვარდი საკმაოდ დიდი ხნით დაკარგა.
ლიამ დელაპის ანგარიშზე ამ სეზონში 11 ჩატარებული მატჩია, რა დროშიც ახალგაზრდა ფეხბურთელმა მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.









