ჩელსის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ცნობილი ხდება, რის ჯეიმსმა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც საკუთარ გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
პირველადი ინფორმაციით, ინგლისელი ფეხბურთელის ტრავმა საკმაოდ მძიმეა, რის გამოც 26 წლის ფეხბურთელი დაახლოებით 2 თვემდე იუქმებს.
მძიმე დაზიანების მიუხედავად, ლონდონურ კლუბში იმედს იტოვებენ, რომ რის ჯეიმსი მიმდინარე სეზონში თამაშს კვლავ შეძლებს.









