იუვენტუსის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — ბოლო საათებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დუშან ვლაჰოვიჩის დაზიანება ძალიან მძიმეა, რის გამოც 25 წლის ფორვარდი მინიმუმ 2-დან 3 თვემდე გამოტოვებს.
იუვენტუსის ფორვარდმა ტრავმა სერია A-ს ბოლო ტურში მიიღო, როდესაც მარცხენა ფეხზე საზარდული დაიზიანა. ლუჩანო სპალეტი იმედოვნებდა, რომ ფეხბურთელის დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდებოდა, თუმცა მისი მოლოდინი არ გამართლა და სერბი ფორვარდი საკმაოდ დიდი ხნით დაკარგა.
დუშან ვლაჰოვიჩის ანგარიშზე ამ სეზონში 17 ჩატარებული მატჩია, რა დროშიც 25 წლის ფეხბურთელმა 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.









