ჯვარედინი მყესების გაწყვეტა და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა თავად ესპანელმა მარჯვენა მცველმაც დაადასტურა. უკანასკნელი ერთი წელი "ბლანკოსის" განაპირა მცველისთვის გამოდგა საოცრად დატვირთული: საკლუბო სეზონში 41 მატჩის ჩატარების შემდეგ, მან ევრო 2024-ზეც ფინალამდე ითამაშა.
კარლო ანჩელოტის გუნდის მეორე ნომერი არ არის ესპანეთის ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელი აღნიშნული ტრავმით - ცოტა ხნის წინ, ჯვარედინი მყესები ასევე როდრი ერნანდესმაც გაიწყვიტა. აქვე დავამატებთ, ვალენსიელებთან მატჩში დაზიანება მიიღო ვინისიუს ჟუნიორმაც, მაგრამ მისი ტრავმა ასეთი სერიოზული არ ჩანს.











